Friday, September 26, 2014

ფსიქოლოგიური ტესტი, გასაოცარი შედეგით.



ეს ფსიქოლოგიური ტესტი თქვენი პიროვნულობის გარკვევაში დაგეხმარებათ. შეარჩიეთ 6 სურათიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და იხილეთ შედეგი ქვემოთ მოცემულ პასუხებში.
თუ თქვენ შეარჩიეთ
№1 - ე.ი. თქვენ გულუხვი და პატიოსანი ხართ
ისწრაფვით განვითარებისკენ, გაქვთ დიდი ამბიციები და სტანდარტები. შეიძლება ადამიანებს მოეჩვენოთ, რომ თქვენთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ საკუთარ თავთან ურთიერთობა გიჭირთ. გულმოდგინეთ შრომობთ, მაგრამ ეგოისტი არ ხართ. მუშაობთ იმიტომ, რომ გინდათ სამყარო უკეთესი გახადოთ. გიყვართ მანამ, სანამ გულს არ გატკენენ, მაგრამ შემდეგ... მაინც აგრძელებთ სიყვარულს... ძალიან ცოტას თუ შეუძლია დააფასოს ის, რასაც აკეთებთ.
2. სამართლიანი და საინტერესო
თქვენ პასუხისმგებლობით სავსე, მზრუნველი ადამიანი ხართ. გჯერათ პატიოსნად შრომის შედეგიანობის და ადვილად იღებთ საკუთარ თავზე ვალდებულებებს. კარგი ხასიათი გაქვთ და საზოგადოებაში ნდობას აღძრავთ. ნათელი, სწრაფი და გონებამახვილი ხართ. ყოველთვის გაქვთ საინტერესო ამბავი მოსაყოლად.
3. ჭკვიანი და წინდახედული
ბრწყინვალე მოაზროვნე ხართ. თქვენი შეხედულებები, იდეები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. გიყვართ საკუთარი თეორიების განხილვა. არასდროს არ ხართ ზედაპირული. ხარჯავთ ბევრ დროს მორალზე ფიქრში. ცდილობთ გააკეთოთ ის, რაც სწორია, მიუხედავად იმისა, გეთანხმებათ თუ არა ამაში საზოგადოება.

4. გამჭრიახი და ფილოსოფიური
უნიკალური ადამიანი ხართ. თქვენ გვერდით თქვენი მსგავსი ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება. გაქვთ კარგი ინტუიცია, ოდნავ უცნაური ხართ. ხშირად არასწორად ესმით თქვენი და ეს გულს გტკენთ. გჭირდებათ პირადი სივრცე. აუცილებელია თქვენი შემოქმედების გაღვივება, ის გარშემომყოფების პატივისცემას ითხოვს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მკვეთრად ხედავს ცხოვრების მუქ და ღია მხარეებს. ძალიან ემოციური ხართ.
5. თავდაჯერებული და დომინანტური
ძალიან დამოუკიდებელი ხართ. თქვენი პრინციპია „გავაკეთებ თვითონ“, ენდობით მხოლოდ საკუთარ თავს. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერები თქვენთვის და იმ ხალხისთვის, რომელიც გიყვართ. იცით, რაც გინდათ და არ გეშინიათ მიზნისკენ წინსვლის. ერთადერთი, რასაც ადამიანებისგან მოითხოვთ - გულწრფელი ურთიერთობაა. თქვენ მზად ხართ ნებისმიერი სიმართლისთვის.

6. კეთილი და მგრძნობიარე
ადვილად ახერხებთ ურთიერთობას ადამიანებთან. გყავთ ბევრი მეგობარი და ძალიან მოგწონთ, როდესაც მათ ცხოვრებას უკეთესს ხდით. თბილი და ნათელი აურა გაქვთ. თქვენს გარემოცვაში ადამიანები უკიდურესად მშვიდად გრძნობენ თავს. ყოველ დღე ფიქრობთ, როგორ გახდეთ უკეთესი. თქვენ გსურთ, იყოთ საინტერესო, გამჭრიახი და უნიკალური. ყველაზე მეტად სწორედ თქვენ გჭირდებათ სიყვარული. მზად ხართ გიყვარდეთ ის, ვინც სიყვარულითვე გპასუხობთ.
Posted By: Be Happy

ფსიქოლოგიური ტესტი, გასაოცარი შედეგით.

Share:

Post a Comment

Facebook
Blogger

No comments:

Post a Comment

About Us

გასათიშად დააკლიკე LIKE

Advertisment

მთვლელები

© Yviteli Gverdi All rights reserved | Theme Designed by