Friday, September 26, 2014

კევინ სპეისის ამონასუნთქით სავსე ქილა აუქციონზე გაიტანეს


ვანკუვერის მცხოვრებმა აუქციონზე ქილა გამოიტანა, რომელშიც ჰოლივუდის მსახიობის კევინ სპეისის ამონასუნთქი ინახება. აუქციონის შესახებ განცხადება საიტ Craigslist-ზე განთავსდა.
ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ ამონასუნთქის მოპოვება მფლობელმა ფილმ „ამერიკული სილამაზის“ გადაღების დროს მოახერხა. სპეისმა ქილაში ჩაასუნთქა სადილის შემდეგ, რომელზეც მან მაკარონი და ქათმის ხორცი მიირთვა. ქილის მფლობელი აზუსტებს, რომ მსახიობს ამის გაკეთება მოსთხოვა იმიტომ რომ , შემდეგ ეს ქილა დედისთვის ეჩუქებინა, რომელიც სპეისის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
განცხადებაში მითითებული არაა, რა ფასად აპირებს გამყიდველი ქილასთან განშორებას.
კევინ სპეისი -ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორია, ის ცნობილი გახდა ისეთი ფილმებით როგორიცაა „ ეჭვმიტანილები“ და „ამერიკული სილამაზე“ , ამ ფილმებში განსახიერებული როლებისთვის სპეისი ოსკარის მფლობელი გახდა.
Posted By: Be Happy

კევინ სპეისის ამონასუნთქით სავსე ქილა აუქციონზე გაიტანეს

Share:

Post a Comment

Facebook
Blogger

No comments:

Post a Comment

About Us

გასათიშად დააკლიკე LIKE

Advertisment

მთვლელები

© Yviteli Gverdi All rights reserved | Theme Designed by